ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია, თუმცა ყოფილი ლიდერების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა.

პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია
პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიაTV პირველი

შალვა პაპუაშვილი იმეორებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა, გუნდის ყოფილი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა.

"პირველების" კითხვაზე, იყო თუ არა განხილული მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებაზე საუბარი, "ოცნების" სპიკერმა თქვა, რომ ამ თემაზე არ უსაბრია.

„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რა თქმა უნდა, ეს თემაც იყო, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც გუნდისთვისაც დიდი წუხილია, რომ მისი ლიდერები, ყოფილი ლიდერი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები.

როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არამხოლოდ ბიძინაშვილის, მთლიანად გუნდში არის იმედგაცრუება. [უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომაზე] ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად იყო საუბარი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და თავად ბიძინა ივანიშვილი შეეხო ამ თემას.

რაც შეეხება იმას, შეწყალებაზე იყო თუ არა საუბარი, არა, არ ყოფილა საუბარი. წუხილი იმას ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველას აქვს, ყველა პატიმარს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები