გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს Deep state-ის მხრიდან ოლიგარქიაში ადანაშაულებენ, თუმცა უცხოური დაფინანსებისა და ადგილობრივი ლაქიების მიმართ კითხვები არ ისმის. მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად გარედან მმართველობის ნაცვლად რეალური პარტნიორობაა საჭირო.

"თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას - არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი, თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა", - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება და საგარეო წინააღმდეგობებსა თუ ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება.
ანალიტიკოსის განცხადებით, გაგებას არ ექვემდებარება, თუ რატომ ფასდება ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვაგვარად იმის მიხედვით, თუ ვინ დგას მის უკან.
იგი სვამს კითხვას, თუ რატომ მიიჩნევა უცხოელ "მეგობართა" გავლენა დემოკრატიის დაცვად, ხოლო ადგილობრივი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი - დემოკრატიისთვის საფრთხედ.
"ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება. რატომ ფასდება ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვაგვარად იმის მიხედვით, თუ ვინ დგას მის უკან? რატომ მიიჩნევა უცხოელ "მეგობართა" გავლენა დემოკრატიის დაცვად, ხოლო სხვისი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი - დემოკრატიისთვის საფრთხედ?
Deep state-ის ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიაში ადანაშაულებენ. მაგრამ თუ პოლიტიკური გავლენა პრობლემაა, რატომ არ ისმება იგივე კითხვები საერთაშორისო გავლენიანი ჯგუფების, უცხოური დაფინანსებისა და იმ ქსელების მიმართ, რომლებიც გარედან, ადგილობრივი ლაქიების მეშვეობით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმართვას ცდილობენ?
თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. ორმაგი სტანდარტიც სწორედ ეს არის: როცა შენ ერევი - დემოკრატიას იცავ, ხოლო როცა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მოქმედებს - თურმე სახელმწიფოს იპყრობს; როცა გარედან ფინანსდება ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, ანუ მორჩილი აგენტურა, ესეც დემოკრატიის ე.წ. დაცვად საღდება.
აქ მთავარი საკითხი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი არ არის. მთავარი კითხვაა: ვის უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს მომავალზე - საქართველოს მოქალაქეებს თუ გარე ძალებს, რომლებსაც საკუთარი ანგარებიანი დღის წესრიგის ჩვენში გატარება სურთ?
ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ან მმართველი პარტიის დამფუძნებელი კრიტიკას არ იმსახურებს. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას — არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი - თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა.
ვერ მოსთხოვ სხვებს იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც თავად მხოლოდ მაშინ აღიარებ, როცა გაწყობს. ვერ დაიცავ დემოკრატიას ხალხის არჩევანის უგულებელყოფით და ვერ იქნები სუვერენიტეტის გულშემატკივარი მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყნის გადაწყვეტილება შენს ინტერესებს ემთხვევა.
საქართველოს მეგობრობა სჭირდება და არა გარედან მმართველობა. პარტნიორობა და არა პოლიტიკური მეურვეობა", - წერს გია აბაშიძე.
ციტატები სტატიიდან
„თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას - არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი, თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა“
„გავლენა დემოკრატიის დაცვად, ხოლო სხვისი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი - დემოკრატიისთვის საფრთხედ? Deep state-ის ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიაში ადანაშაულებენ. მაგრამ თუ პოლიტიკური გავლენა პრობლემაა, რატომ არ ისმება იგივე კითხვები საერთაშორისო გავლენიანი ჯგუფების, უცხოური დაფინანსებისა და იმ ქსელების მიმართ, რომლებიც გარედან, ადგილობრივი ლაქიების მეშვეობით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმართვას ცდილობენ? თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. ორმაგი სტანდარტიც სწორედ ეს არის: როცა შენ ერევი - დემოკრატიას იცავ, ხოლო როცა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მოქმედებს - თურმე სახელმწიფოს იპყრობს; როცა გარედან ფინანსდება ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, ანუ მორჩილი აგენტურა, ესეც დემოკრატიის ე.წ. დაცვად საღდება. აქ მთავარი საკითხი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი არ არის. მთავარი კითხვაა: ვის უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს მომავალზე - საქართველოს მოქალაქეებს თუ გარე ძალებს, რომლებსაც საკუთარი ანგარებიანი დღის წესრიგის ჩვენში გატარება სურთ? ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ან მმართველი პარტიის დამფუძნებელი კრიტიკას არ იმსახურებს. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას — არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი - თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა. ვერ მოსთხოვ სხვებს იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც თავად მხოლოდ მაშინ აღიარებ, როცა გაწყობს. ვერ დაიცავ დემოკრატიას ხალხის არჩევანის უგულებელყოფით და ვერ იქნები სუვერენიტეტის გულშემატკივარი მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყნის გადაწყვეტილება შენს ინტერესებს ემთხვევა. საქართველოს მეგობრობა სჭირდება და არა გარედან მმართველობა. პარტნიორობა და არა პოლიტიკური მეურვეობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.