ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“

ქართული ოცნება

ზაზა შათირიშვილი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ და მისი მორჩილი აგენტურა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ „რუსული ინტერესების გატარებაში“ უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს, ხოლო რუსეთის საფრთხის ხატს სუვერენიტეტის შემლახველი ოლიგარქიული გავლენების დასამკვიდრებლად იყენებენ.

ზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
ზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“POSTV

„აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც “დიფ სთეითს” არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს“, – წერს ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

“მაგალითად, ისინი ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, ხოლო თუკი ვინმე ამაზე უარს ამბობს და სანაცვლოდ ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე თუ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაშინვე “რუსული ინტერესების გამტარის” იარლიყს აკერებენ. სხვათა შორის, საინტერესოა, ამგვარი საჯარო კომუნიკაციის მიუხედავად, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ეჭვი ჩნდება, რომ რუსეთში მოქმედი კონკრეტული გავლენიანი ძალები არაფორმალურ ოლიგარქიულ გლობალურ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებენ, რასაც, ჩემს დღევანდელ წერილში, სიღრმისეულად არ განვიხილავ, თუმცა, თუკი სამომავლოდ ამის საჭიროება იქნება, დეტალურად განვმარტავ, რა მაძლევს ამგვარი ეჭვების გაღვივების საფუძველს.

რუსეთზე აქცენტირებისა და მასთან დაკავშირებული იარლიყების მიწებების მცდელობის საუკეთესო მაგალითი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციიდან გამომდინარე, ქართველ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებები არსებობს, “დიფ სთეითისა” და მათი მორჩილი ადგილობრივი აგენტურისთვის კი რუსეთზე აპელირება, ხშირად, გარკვეული შედეგის მომტანია. სწორედ ამიტომ, ევრობიუროკრატები, ანგაჟირებული პოლიტიკოსები და ადგილობრივი აგენტები გამუდმებით ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” “რუსული ინტერესების გატარებაში” დასდონ ბრალი. ჩვენ გვახსოვს ისტერია “რუსულ კანონზე”, რომელიც, საბოლოოდ, ამერიკული გამოდგა და, რომელიც, სინამდვილეში, იმ უკონტროლო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის ხელშეწყობისთვის, კეთილი მიზნების საფარქვეშ რომ იხარჯებოდა. ხოლო ეს რომ სიმართლეა, ამაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის აღიარებები, USAID-ის დახურვა და ევროპული ფონდების არაკეთილსინდისიერი ქცევაც მეტყველებს“, – წერს შათირიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც “დიფ სთეითს” არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს“
ზაზა შათირიშვილი
„აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც“
ზაზა შათირიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები