ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან "პარტნიორობა", სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, „დიფ სტეითი“, ევრობიუროკრატები და ადგილობრივი აგენტურა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ „რუსული ინტერესების გატარებაში“ ბრალს ხელოვნურად სდებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც "დიფ სტეითს" არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს, - წერს ზაზა შთირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
მისი თქმით, ვინც ოლიგარქიულ გავლენებს არ ექვემდებარება, "რუსული ინტერესების გამტარის" იარლიყს აკერებენ.
"მაგალითად, ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან "პარტნიორობა", სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, ხოლო თუკი ვინმე ამაზე უარს ამბობს და სანაცვლოდ ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე თუ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაშინვე “რუსული ინტერესების გამტარის” იარლიყს აკერებენ. სხვათა შორის, საინტერესოა, ამგვარი საჯარო კომუნიკაციის მიუხედავად, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ეჭვი ჩნდება, რომ რუსეთში მოქმედი კონკრეტული გავლენიანი ძალები, არაფორმალურ ოლიგარქიულ გლობალურ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებენ, რასაც, ჩემს დღევანდელ წერილში, სიღრმისეულად არ განვიხილავ, თუმცა, თუკი სამომავლოდ ამის საჭიროება იქნება, დეტალურად განვმარტავ, რა მაძლევს ამგვარი ეჭვების გაღვივების საფუძველს", - წერს ფილოსოფოსი.
როგორც ის განმარტავს, რუსეთზე აპელირება ხშირად გარკვეული შედეგის მომტანია, სწორედ ამიტომ, ევრობიუროკრატები, ანგაჟირებული პოლიტიკოსები და ადგილობრივი აგენტები გამუდმებით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" "რუსული ინტერესების გატარებაში" დასდონ ბრალი.
"რუსეთზე აქცენტირებისა და მასთან დაკავშირებული იარლიყების მიწებების მცდელობის საუკეთესო მაგალითი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებები არსებობს, "დიფ სთეითისა" და მათი მორჩილი ადგილობრივი აგენტურისთვის კი რუსეთზე აპელირება ხშირად გარკვეული შედეგის მომტანია. სწორედ ამიტომ, ევრობიუროკრატები, ანგაჟირებული პოლიტიკოსები და ადგილობრივი აგენტები გამუდმებით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" "რუსული ინტერესების გატარებაში" დასდონ ბრალი. ჩვენ გვახსოვს ისტერია "რუსულ კანონზე", რომელიც საბოლოოდ ამერიკული გამოდგა და, რომელიც, სინამდვილეში იმ უკონტროლო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის ხელშეწყობისთვის, კეთილი მიზნების საფარქვეშ რომ იხარჯებოდა. ხოლო ეს, რომ სიმართლეა, ამაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის აღიარებები, "USAID" - ის დახურვა და ევროპული ფონდების არაკეთილსინდისიერი ქცევაც მეტყველებს", - წერს შათირიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
- POSTVზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”
- რუსთავი 2ზაზა შათირიშვილი: "დიფ სთეითი" აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
ციტატები სტატიიდან
„მაგალითად, ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან "პარტნიორობა", სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, ხოლო თუკი ვინმე ამაზე უარს ამბობს და სანაცვლოდ ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე თუ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაშინვე “რუსული ინტერესების გამტარის” იარლიყს აკერებენ. სხვათა შორის, საინტერესოა, ამგვარი საჯარო კომუნიკაციის მიუხედავად, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ეჭვი ჩნდება, რომ რუსეთში მოქმედი კონკრეტული გავლენიანი ძალები, არაფორმალურ ოლიგარქიულ გლობალურ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებენ, რასაც, ჩემს დღევანდელ წერილში, სიღრმისეულად არ განვიხილავ, თუმცა, თუკი სამომავლოდ ამის საჭიროება იქნება, დეტალურად განვმარტავ, რა მაძლევს ამგვარი ეჭვების გაღვივების საფუძველს“
„რუსეთზე აქცენტირებისა და მასთან დაკავშირებული იარლიყების მიწებების მცდელობის საუკეთესო მაგალითი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებები არსებობს, "დიფ სთეითისა" და მათი მორჩილი ადგილობრივი აგენტურისთვის კი რუსეთზე აპელირება ხშირად გარკვეული შედეგის მომტანია. სწორედ ამიტომ, ევრობიუროკრატები, ანგაჟირებული პოლიტიკოსები და ადგილობრივი აგენტები გამუდმებით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" "რუსული ინტერესების გატარებაში" დასდონ ბრალი. ჩვენ გვახსოვს ისტერია "რუსულ კანონზე", რომელიც საბოლოოდ ამერიკული გამოდგა და, რომელიც, სინამდვილეში იმ უკონტროლო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის ხელშეწყობისთვის, კეთილი მიზნების საფარქვეშ რომ იხარჯებოდა. ხოლო ეს, რომ სიმართლეა, ამაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის აღიარებები, "USAID" - ის დახურვა და ევროპული ფონდების არაკეთილსინდისიერი ქცევაც მეტყველებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.