ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებახალხის ძალა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მყარი არგუმენტები აქვს და მოელის, რომ სასამართლო მათ გაიზიარებს. ამავდროულად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ხელისუფლებას ხუთი პარტიის აკრძალვის სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებსიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასმართლოში მიმდინარე პროცესი გადაცემაში „ღია ეთერში“ შეაფასა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ, როგორც მხარეს, აქვთ არგუმენტები და ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებულნი არიან.

„ეს სარჩელი გახლავთ წარდგენილი სამი პარტიის მიერ: „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“, ამიტომ ჩემი დღევანდელი პოზიციები უნდა იყოს აღქმული, როგორც ჩემი პოზიციები და არ მინდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს შევუზღუდო ის სივრცე, რომელიც მათ სასამართლოში პოზიციების წარმოსადგენად აქვთ.

ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მცდელობა სასამართლოს განხილვაში ჩარევისა. ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ჩვენი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს.

ეს არის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ და საზოგადოებას 14 წელია, უგროვდება და მანამდე, 9 წელი უგროვდებოდა არგუმენტები დღევანდელი სარჩელის სასარგებლოდ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გარე ძალები ცდილობენ წარმოადგინონ, რომ თითქოს, პარტიის აკრძალვა ქვეყნის დასასრულია.

„პარტიების დაფუძნება, მასში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის უფლებაა და კონსტიტუციის 23-ე მუხლი სწორედ ამას ითვალისწინებს. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა უფლება, არც ეს უფლება არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევას, როდესაც პარტია კონსტიტუციური წყობილების დამხობის, მისი ძალით შეცვლის და სხვა საფუძვლების არსებობის შემთვევაში შეიძლება გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

ეს არ არის უნიკალური რამ საქართველოში, ყველა ევროპულ ქვეყანაში არის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებს დემოკრატიისა, არ აქვს უფლება უფლება, ისარგებლოს დემოკრატიის უპირატესობებით. ამიტომ დღეს ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პარტიის აკრძალვა იქნება დემოკრატიის დასასრული.

ჩვენ გვახსოვს, გარედან გვეუბნებოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არის უპრეცედენტო და არ შეიძლება. ვნახეთ, რომ სომხეთში ორი ყოფილი პრეზიდენტი არის დღეს პატიმრობაში და ხმა არავის ამოუღია. როდესაც არის საფუძველი, შეიძლება, ციხეშიც იყოს ადამიანი და შეიძლება, პარტიაც აიკრძალოს.

ისევე, როგორც ხმა არ ამოუღიათ, როდესაც უკრაინაში 18 პარტია გააუქმეს, როდესაც მოლდოვაში 6 პარტია გააუქმეს და არის სხვა ბევრი შემთვევა, რომელიც სტრასბურგამდეც არის მისული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს სარჩელი გახლავთ წარდგენილი სამი პარტიის მიერ: „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“, ამიტომ ჩემი დღევანდელი პოზიციები უნდა იყოს აღქმული, როგორც ჩემი პოზიციები და არ მინდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს შევუზღუდო ის სივრცე, რომელიც მათ სასამართლოში პოზიციების წარმოსადგენად აქვთ. ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მცდელობა სასამართლოს განხილვაში ჩარევისა. ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ჩვენი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს. ეს არის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ და საზოგადოებას 14 წელია, უგროვდება და მანამდე, 9 წელი უგროვდებოდა არგუმენტები დღევანდელი სარჩელის სასარგებლოდ“
„პარტიების დაფუძნება, მასში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის უფლებაა და კონსტიტუციის 23-ე მუხლი სწორედ ამას ითვალისწინებს. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა უფლება, არც ეს უფლება არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევას, როდესაც პარტია კონსტიტუციური წყობილების დამხობის, მისი ძალით შეცვლის და სხვა საფუძვლების არსებობის შემთვევაში შეიძლება გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად. ეს არ არის უნიკალური რამ საქართველოში, ყველა ევროპულ ქვეყანაში არის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებს დემოკრატიისა, არ აქვს უფლება უფლება, ისარგებლოს დემოკრატიის უპირატესობებით. ამიტომ დღეს ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პარტიის აკრძალვა იქნება დემოკრატიის დასასრული. ჩვენ გვახსოვს, გარედან გვეუბნებოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არის უპრეცედენტო და არ შეიძლება. ვნახეთ, რომ სომხეთში ორი ყოფილი პრეზიდენტი არის დღეს პატიმრობაში და ხმა არავის ამოუღია. როდესაც არის საფუძველი, შეიძლება, ციხეშიც იყოს ადამიანი და შეიძლება, პარტიაც აიკრძალოს. ისევე, როგორც ხმა არ ამოუღიათ, როდესაც უკრაინაში 18 პარტია გააუქმეს, როდესაც მოლდოვაში 6 პარტია გააუქმეს და არის სხვა ბევრი შემთვევა, რომელიც სტრასბურგამდეც არის მისული“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, IRI-ს კვლევითაც დასტურდება" - შალვა პაპუაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები