ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, „დიფ სთეითი“ მორჩილი ქვეყნების რიცხვის გაზრდას ცდილობს, ხოლო მათ, ვინც გავლენებს არ ემორჩილება, „რუსეთის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყს აკრავს.

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”
ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”POSTV

“ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

“ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი – მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ, და ეს რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია, უკეთ დავინახოთ.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდეგ კი უკრაინაში წამოწყებული ომების ფონზე, რომელსაც “დიფ სთეითი” ხელს აქტიურად უწყობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, კონკრეტული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველი რგოლის წარმომადგენლები, გამუდმებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალ ომის საფრთხეებზე საუბრობენ; რუსეთზე, როგორც ბოროტების მთავარ წყაროზე, ევროპისა და დასავლეთისთვის არსებით საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და საკუთარ ნარატივში მკვეთრად რუსოფობიური ტერმინოლოგიაც გაურიეს, როდესაც აქცენტი არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული ხელისუფლების ან სახელმწიფო მოწყობის ავკარგიანობაზეა გადატანილი, არამედ რუსეთის მოსახლეობაზე, როგორც ზოგადად უარყოფით ხალხზე საუბრობენ და საკუთარ ნეგატიურ შეხედულებებს მთლიანად ერზე ავრცელებენ.

ამ ფონზე, დღეს უკვე შეუიარაღებელი თავლითაც მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ “დიფ სთეითის” იდეოლოგებმა მანიპულირების მარტივ მექანიზმს მიაგნებს – ჯერ, წლების განმავლობაში, დაბრენდეს ტერმინები “რუსული” და “რუსეთის ინტერესების გამტარებელი”, და დაუკავშირეს ყველაფერს, რაც უარყოფით კონტექსტში შეიძლება იქნას აღქმული. დღეს კი, სწორედ აღნიშნული ცნებების ქვეშ აერთიანებენ ყველას, ვინც მათ უპირობო მორჩილებაში არ იმყოფება.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც “დიფ სთეითს” არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს”, – წერს შათირიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“
ზაზა შათირიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები