ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოდელირებული რეალობის შექმნა და მისი ჭეშმარიტებად დისტრიბუცია - ზაზა შათირიშვილის მორიგი ვრცელი წერილი ე.წ. გლობალური გავლენის ძალებზე

ქართული ოცნება

ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. „დიფ სთეითის“ სამიზნე იმიტომ გახდა, რომ მის მიზნებს სახელმწიფო ინტერესები არ შესწირა. „დიფ სთეითის“ ბრძოლის მეთოდებსა და ცრუ ნარატივებზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა.

მოდელირებული რეალობის შექმნა და მისი ჭეშმარიტებად დისტრიბუცია - ე.წ. გლობალური გავლენის ძალებზე ზაზა შათირიშვილმა მორიგი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ფილოსოფოსი, ტრადიციულად, იმ ნეგატიურ გავლენებზე საუბრობს, რომელსაც ე.წ. დიფ სთეითი მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებზე ახდენს. ცენზურა, კონსერვატიული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და ყალბი კერპებისა და ავტორიტეტების შექმნა, რომლებიც ტრადიციული სახელმწიფო მოდელის დაშლისკენ არიან ორიენტირებული - ფილოსოფოსის აზრით, ამის მაგალითი საქართველომ საკუთარ თავზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობით გამოსცადა. შათირიშვილი ფიქრობს, რომ უხილავი გავლენის მქონე ძალების საბოლოო მიზანი დემოკრატიული მმართველობის კორპორაციულით საბოლოოდ ჩანაცვლებაა.

ე.წ. დიფ სთეითის გეოპოლიტიკურ მიზნებს რომ სახელმწიფოს ინტერესები არ შესწირა, სწორედ ამიტომ გახდა სამიზნე ბიძინა ივანიშვილი - ასეთია შათირიშვილის მოსაზრება იმ კამპანიაზე, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს. კორპორაციები ივანიშვილისა და მთავრობის მიმართ აპრობირებული, რუსული იარლიყის მიწებებას ტრადიციულ სტილში ცდილობენ. თუმცა, რეალობა აჩვენებს, რომ, 14-წლიანი მმართველობის პირობებში, ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაზე ეფექტური იყო.

ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოს დაკნინება და ცრუ ნარატივების დანერგვა რომ ე.წ. დიფ სთეითის ბრძოლის მეთოდია, ამაზე პარლამენტის სპიკერიც საუბრობს. შალვა პაპუაშვილმა დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის პერიპეტიები, რომელიც საქართველომ, მსოფლიოში არსებული კრიზისებისა და ტურბულენტობის ფონზე, მშვიდობიანად გაიარა.

იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, სოლიდური სამუშაო გაწია ვერც ოპოზიციის ნაწილი უარყოფს. ამბობენ, რომ დღეს პროცესი შეჩერებულია, თუმცა არავინ იხსენებს, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, ნაურუს მხრიდან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაწვევას.

ოპოზიციას კორპორაციული გავლენის მქონე ძალების ინტერესების გამტარად მიიჩნევს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ევროპის კონტინენტზე არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც, მათი აზრით, პირდაპირ ე.წ. დიფ სთეითის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება. უმრავლესობაში აცხადებენ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ხშირი და უსამართლო შეტევების უკან, სწორედ ეს მიზეზი დგას.

ე.წ. დიფ სთეითის გავლენების გამო, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს. ფილოსოფოსი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ეკონომიკის მმართველი ელიტა უძველეს კონტინენტზე ახალი ექსპერიმენტის ჩატარებას და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებას გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები