ზაზა შათირიშვილი: "დიფ სთეითი" აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, „დიფ სთეითი“ ცდილობს მორჩილებაში მოაქციოს ქვეყნები და ურჩებს საკუთარ ქმედებებს აბრალებს. მისი თქმით, მათ დაამკვიდრეს ტერმინი „რუსეთის ინტერესების გამტარებელი“, რომლის ქვეშაც აერთიანებენ ყველას, ვინც მათ კონტროლს არ ემორჩილება.

ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, "დიფ სთეითი" აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, ამ ფონზე, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი - მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ.
"ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი - მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ და ეს, რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია უკეთ დავინახოთ.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდეგ კი უკრაინაში წამოწყებული ომების ფონზე, რომელსაც "დიფ სთეითი" ხელს აქტიურად უწყობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, კონკრეტული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველი რგოლის წარმომადგენლები, გამუდმებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალომის საფრთხეებზე საუბრობენ, რუსეთზე, როგორც ბოროტების მთავარ წყაროზე, ევროპისა და დასავლეთისთვის არსებით საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და საკუთარ ნარატივში მკვეთრად რუსოფობიური ტერმინოლოგიაც გაურიეს, როდესაც აქცენტი არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული ხელისუფლების ან სახელმწიფო მოწყობის ავკარგიანობაზეა გადატანილი, არამედ, რუსეთის მოსახლეობაზე, როგორც ზოგადად უარყოფით ხალხზე საუბრობენ და საკუთარ ნეგატიურ შეხედულებებს მთლიანად ერზე ავრცელებენ.
ამ ფონზე, დღეს უკვე შეუიარაღებელი თავლითაც მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ "დიფ სთეითის" იდეოლოგებმა მანიპულირების მარტივ მექანიზმს მიაგნებს - ჯერ, წლების განმავლობაში, დაბრენდეს ტერმინები "რუსული" და "რუსეთის ინტერესების გამტარებელი", და, დაუკავშირეს ყველაფერს, რაც უარყოფით კონტექსტში შეიძლება იქნას აღქმული. დღეს კი, სწორედ აღნიშნული ცნებების ქვეშ აერთიანებენ ყველას, ვინც მათ უპირობო მორჩილებაში არ იმყოფება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც "დიფ სტეითს" არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს", - წერს შათირიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVზაზა შათირიშვილი: „ცდილობენ, დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი, დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
- რუსთავი 2ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან "პარტნიორობა", სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
- POSTVზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს, სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან”
ციტატები სტატიიდან
„არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.