ზაზა შათირიშვილი: “თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი, დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან”
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, „დიფ სთეითის“ მიზანი ევროპის ეკონომიკური ჩამოშლა და ომში ჩათრევაა, ხოლო სუვერენიტეტის დამცველებს აგენტის იარლიყს აწებებენ.

„კიდევ ერთხელ განვმეორდები – „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა“, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.
“ასეთ პირობებში კი მათ სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია და ხელისუფლება დაიქვემდებარონ. ხოლო თუკი ვინმე გაბედავს, მათ წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება და ნებისმიერ მანკიერებას, რასაც პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, აღნიშნული სახელმწიფოს ექსკლუზივად გამოაცხადებენ, პარალელურად კი, დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“, – წერს ზაზა შათირიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ განვმეორდები – „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.