ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, თბილისში, საბურთალოს რაიონში საცხოვრებელი ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა დროს ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

“ჩხრეკების შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები