პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დააკავეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომელი, რომელმაც 800 000 ლარამდე მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ კომერციული ბანკის სალაროს ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა, რომელმაც გამოძიების თანახმად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა.

დააკავეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომელი, რომელმაც 800 000 ლარამდე მიითვისა
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, 800 000 ლარამდე თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში 800 000 ლარამდე - დაკავებულია ერთი პირი
  2. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  3. BM.GEოპოზიციურიბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე მიითვისა - შსს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე მიითვისა - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები