ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი დღეს ხალხს მიმართავს

საფრანგეთში მძიმე არეულობისა და 1200-ზე მეტი ადამიანის დაკავების ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს. მანამდე მან განაცხადა, რომ ყველა, ვინც ადმინისტრაციულ შენობებსა და ბიზნესობიექტებს თავს დაესხა, პასუხისგებაში მიეცემა და დაისჯება.

ემანუელ მაკრონი დღეს ხალხს მიმართავს
ემანუელ მაკრონი დღეს ხალხს მიმართავსინტერპრესნიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგ ხალხს მიმართავს.

დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იგი დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:00 საათზე გააკეთებს განცხადებას.

შაბათს გვიან ღამით, საფრანგეთში არეულობისას, მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „ისინი, ვინც დაარბიეს და თავს დაესხნენ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ ბიზნესობიექტებს, ვინც მუნიციპალიტეტის შენობებიც კი გაძარცვეს, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან“.

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისინი, ვინც დაარბიეს და თავს დაესხნენ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ ბიზნესობიექტებს, ვინც მუნიციპალიტეტის შენობებიც კი გაძარცვეს, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ძალადობრივი შეტაკებები და ალმოდებული შენობები — საფრანგეთში 1000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები