ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“მარტო ფულის მწამსო კობახამ” – ბაია პატარაია

უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. პატარაიას თქმით, კობახიძე მიიჩნევს, რომ არაკომერციული ორგანიზაციები ხელოვნური და გასაუქმებელია, და მხოლოდ ფულის მკეთებელი სტრუქტურებია საჭირო. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია „საფარი“ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს უფასო მომსახურებას უწევს, ხოლო გრანტების სააგენტოს შესაძლო დაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ისედაც მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერილ ორგანიზაციებს ეხმარებოდა.

“მარტო ფულის მწამსო კობახამ” – ბაია პატარაია
“მარტო ფულის მწამსო კობახამ” – ბაია პატარაიაალია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია;

კობახიძის თქმით არა-კომერციული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურია და საერთოდ გასაუქმებელია. ანუ მხოლოდ ფულის მკეთებელი ორგანიზაციებია საჭირო და სახელმწიფოს გარდა. მაგრამ თუ ადამიანებს მოგება კი არ აინტერესებთ, არამედ პრობლემების მოგვარება უნდათ ერთობლივი ძალებით, ეგ თურმე რა საჭიროა…

ანუ “საფარი” რომ არსებობს, რათა ძალადობის მახვერპლ ქალებს და ბავშვებს დაეხმაროს უფასოდ იურიდიული, სოციალური ან ფსიქოლოგიური მომსახურებით, ეს ყოფილა სისულელე, ხალხო, არასაჭირო და უცხოეთიდან თავსმოხვეული. აი, კერძო იურიდიული კომპანია რომ იყოს საფარი, ფულს ვართმევდეთ ხალხს, არ ვეხმარებოდეთ უფულოებს და ღარიბებს, მაშინ კი ვიქნებოდუთ თურმე საჭირო.

გრანტების სააგენტის ვკეტავო, დაკეტოს… ეგ გრანტების სააგენტო მხოლოდ ქოცების ჯიბის ორგანიზაციებს ეხმარებოდა ისედაც და მეტი არავის. მაგრამ სულ რომ გააუქმონ არაკომერციული ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმები, ეგეც აღარ გამიკვირდება.

მოკლედ, მარტო ფულის მწამსო კობახამ და თუ ფულზე არ მუშაობთ, სულ ნუ იმუშავებთო, კაცო, რა საჭირო ხართ საერთოდო…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.