“მილევად რეჟიმშია“ - მთავრობა გრანტების მართვის სააგენტო ხურავს
საქართველოს მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის არიან მოგონილი და მათი დაფინანსება არასწორია.

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს.
კობახიძის მტკიცებით, “სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”.
“ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და “ენჯეოებს” იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ “ენჯეოები” და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, ენჯეო არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია
- ნეტგაზეთი„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს
- რადიო თავისუფლება„გრანტების სააგენტო“ იხურება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…