ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ ქსელზე ჩასატარებელი აუცილებელი სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს კრწანისის რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებსინტერპრესნიუსი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც “ჯივიპის” განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარება­სთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, ხარფუხისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე 11 სექტემბერს წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

როგორც კომპანია განმარტავს, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

“11 სექტემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრწანისის რაიონში, ხარფუხისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 12 სექტემბრის, დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გრიშაშვილის, ცურტაველის, ბერძნის, ნადიკვარის, თელეთის, ბააზოვის, ვეზიროვის, შატაიძის, მეფისაშვილის, წალკის, გიორგი მერჩულეს, მოსე ხონელის, საბანიძის, ლორთქიფანიძის, ეფრემ მცირის, ოფრეთის, კალანდაძის, ორთაჭალის ქუჩას და შესახვევებს, სოღანლუღის, ალგეთის, ქუმსიაშვილის, დეკაბრისტების, ბექა ოპიზრის, ნიზამი განჯევის, მუხათის, ალგეთის, ხარფუხის, ტაბიძის, მელქაძის და მარტვილის ქუჩებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები