ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

GWP წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWPინფრასტრუქტურის სამინისტრო

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს განცხადებას მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური მილის ახალ ქსელთან გადაერთებითი სამუშაოების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე თბილისის ნაწილს (ვაკე-საბურთალო, გლდანი), ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

GWP წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

საგზაო პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე, თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რეიონების ქუჩების ნაწილს , ასევე ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. საგზაო პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე, თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რეიონების ქუჩების ნაწილს , ასევე ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
GWP წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები