ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 23 ოქტომბრის 22:00 საათიდან 24 ოქტომბრის 10:00 საათამდე კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებსინტერპრესნიუსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის თანახმად, 23 ქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს, ღამის 22:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„კრწანისის რაიონში: საქანელას, აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I, II და III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II მოედანი N3, გორგასლის N87-N115 (კენტ ნომრებს), N30-N50 (ლუწ ნომრებს), ერეკლე II ქუჩას და მოედანს, ლესელიძე-კოტე აფხაზი N16-N44 (ლუწ ნომრებს), N27-N53 (კენტ ნომრებს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის და რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილი, ილია და ნინო ნაკაშიძეები, ნიშნიანიძე, ჩახრუხაძე, დიუმას ქუჩებს. კრწანისის ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, გორგასლის N20.

მთაწმინდის რაიონში: სანაპიროს, ჩხეიძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ჯამბულის, სობჩაკის, ჭანტურიას, სტამბის ჩიხის, ბროსეს, რევაზ ლაღიძის და ვირსალაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები