ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების გამო 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის 10:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს, მათ შორის ვარკეთილის III მასივსა და მიმდებარე ქუჩებს, წყალმომარაგება დროებით შეუწყდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებსინტერპრესნიუსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

“16 ოქტომბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N9-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ოქტომბერს, ღამის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, აკაკი ვასაძის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, N10, N33, N33 ა და N44 - N76.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია "ჯივიპის" განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?