პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში, ასევე ისაუბრეს საპარლამენტო მემორანდუმის გაფორმებაზე. იორდანიის დელეგაციამ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და შალვა პაპუაშვილი იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პირველი არხი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.

„აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.

აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.

დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები