ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე, საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე, ტურისტულ ნაკადებზე და წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე.

დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

"სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ იორდანელ სტუდენტთა საკითხზე, ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების მნიშვნელობასა და ტურისტული ნაკადების ზრდას. აღინიშნა, რომ 22 ოქტომბრიდან იწყება საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ამანს შორის. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მნიშვნელოვანი პროცესისთვის, რასაც საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა ჰქვია. შეხვედრაზე შევთანხმდით ურთიერთობების შემდგომ კოორდინაციასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, აკაკი ალადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში არჩილ ძულიაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ იორდანელ სტუდენტთა საკითხზე, ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების მნიშვნელობასა და ტურისტული ნაკადების ზრდას. აღინიშნა, რომ 22 ოქტომბრიდან იწყება საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ამანს შორის. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მნიშვნელოვანი პროცესისთვის, რასაც საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა ჰქვია. შეხვედრაზე შევთანხმდით ურთიერთობების შემდგომ კოორდინაციასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.