ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი, რომელიმე კეთილისმსურველი თუ რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა

ფედერალისტები

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ბოდვას“ უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს ოპოზიციის ერთადერთი შანსი ექსპრეზიდენტთან გაერთიანებაა, და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციისთვის მსგავსი რამ არასდროს უკადრიათ.

თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი, რომელიმე კეთილისმსურველი თუ რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა
თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი, რომელიმე კეთილისმსურველი თუ რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებააპირველი არხი

თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს ეხმაურება.

„სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი – საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ მუდმივად ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს არცერთ პარტნიორს არ უკადრია.

პირიქით, თუ რომელიმე კეთილისმსურველი რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა.

უფრო მეტიც – თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი – საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ მუდმივად ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს არცერთ პარტნიორს არ უკადრია. პირიქით, თუ რომელიმე კეთილისმსურველი რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა. უფრო მეტიც – თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია“
„ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ და ხელში გვიჭირავს ის, რაც გვიჭირავს“ – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები