პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – „ფედერალისტები“ მთავრობაში რომ მოვალთ, დამყარდება კანონის უზენაესობა, მანამდეც, ყველა პარტნიორთან და მტერთან გვექნება ურთიერთობა წესებით, წესის დამრღვევს ავაოხრებთ

ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ურთიერთობა წესებით ექნებათ, „წესის დამრღვევს ააოხრებენ“ და სააკაშვილი ალიანსიდან გარიცხულია.

თამარ ჩერგოლეიშვილი – „ფედერალისტები“ მთავრობაში რომ მოვალთ, დამყარდება კანონის უზენაესობა, მანამდეც, ყველა პარტნიორთან და მტერთან გვექნება ურთიერთობა წესებით, წესის დამრღვევს ავაოხრებთ
პირველი არხი

„ფედერალისტები“ მთავრობაში რომ მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა. კანონი იქნება უზენაესი და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, წესებს ვინც იცავს, ის ალიანსშია.

„მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით. წესის დამრღვევს ავაოხრებთ. წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ. ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები. წესებს იცავ, ალიანსში ხარ. წესს არ იცავ – გაჯმ*** გაქვს, რადგან ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები. უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ.

მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს. ანუ გარიცხულია სააკაშვილი.

გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია – მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია. სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი – და ჩვენ მოვიგებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით. წესის დამრღვევს ავაოხრებთ. წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ. ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები. წესებს იცავ, ალიანსში ხარ. წესს არ იცავ – გაჯმ*** გაქვს, რადგან ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები. უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ. მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს. ანუ გარიცხულია სააკაშვილი. გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია – მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია. სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი – და ჩვენ მოვიგებთ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები