თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა, ცხადია, სააკაშვილს ვგულისხმობ
„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თსუ-სთან მიმდინარე აქციაზე გამოჩენილ მიხეილ სააკაშვილის ბანერებს „პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერები“ უწოდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ რუსთაველისკენ მსვლელობას მართავენ.

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თსუ-სთან აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერებს ეხმაურება.
„პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა – ბიძინას მოსყიდულების აქციაზე.
სააკაშვილს ვგულისხმობ ცხადია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. აქციის სახელწოდებაა „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ამ წუთებში კი, აქციის მონაწილეები რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა – ბიძინას მოსყიდულების აქციაზე. სააკაშვილს ვგულისხმობ ცხადია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…