ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონდი "ქართუს" საქველმოქმედო პროექტი - სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ერთეული კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი, ველურ ბუნებაში გაუშვეს

ქართული ოცნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყეში, ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტით, ველურ ბუნებაში 400 კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გაუშვეს. საჩხერის საშენში გამოზრდილი ფრინველებიდან წელს საქართველოს ტყეებში სულ 10 ათასი ერთეულია გავრცელებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ერთეული კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი, ველურ ბუნებაში გაუშვეს. იქამდე, ვიდრე გადაშენების პირას მყოფი ფრინველები ბუნებაში დამოუკიდებლად პოპულაციისთვის მზად იქნებიან, სპეციალურად მოწყობილ საშენებში ზრდიან და წინასწარ იკვლევენ იმ ტერიტორიას, სადაც მათი ბუნებრივ პირობებში გაშვება უნდა მოხდეს.

უნიკალური სახეობის ფრინველების მოშენება და ველურ ბუნებაში პოპულაცია იმ საქველმოქმედო პროექტის შედეგია, რომელსაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი "ქართუ" ახორციელებს.

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ. გურჯაანის მსგავსად, ფრინველებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა რეგიონში ავრცელებენ. მხოლოდ წელს საქართველოს ტყეებში, 10 ათასი ფრინველი გაუშვეს.

ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მათი პოპულაციის აღდგენა და გავრცელება. ფონდი "ქართუს" საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი, რამდენიმე დღის წინ, მთაწმინდის ტყეში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა, ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა გაუშვეს.

ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონდი "ქართუ" საქველმოქმედო პროექტს აგრძელებს - კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები