ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონდი "ქართუ" საქველმოქმედო პროექტს აგრძელებს - კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს

ქართული ოცნება

გურჯაანის სოფელ კალაურში ფონდ „ქართუს“ პროექტით 400 ფრინველი გაუშვეს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 10 000 გადაშენების პირას მყოფი ფრინველი გაეშვება ბუნებაში.

კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისa და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი "ქართუ" აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია.

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მათი პოპულაციის აღდგენა და გავრცელება.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ წელს ფონდის დაფინანსებით 10 000 ფრინველია გაშვებული.

"ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით უკვე მეოთხე წელია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გარეული ფრინველის გამრავლება და ბუნებაში გაშვება ხორციელდება. საჩხერის რაიონში აშენებულია უნიკალური საშენი, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ფრინველს აწარმოებს, რომლის გაშვებაც ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში შემდგომში ხდება. რა თქმა უნდა, იმ ზონებში, სადაც ესა თუ ის ჯიში ბინადრობს. დღეს ვიმყოფებით კახეთში, კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით გამზადებულია ადგილი, სადაც მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სადაც დღეს ბუნებაში გაშვებულ იქნა 400 ფრინველი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ წელს, ფონდის დაფინანსებით გაშვებულ იქნება 10 000 ფრინველი - ამაში შედის როგორც ხოხობი, ისე კაკაბი, გნოლი და ა.შ. ეს უზრუნველყოფს იმ პოპულაციის აღდგენას, რაც სამწუხაროდ წლების წინ განადგურდა." აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით უკვე მეოთხე წელია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გარეული ფრინველის გამრავლება და ბუნებაში გაშვება ხორციელდება. საჩხერის რაიონში აშენებულია უნიკალური საშენი, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ფრინველს აწარმოებს, რომლის გაშვებაც ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში შემდგომში ხდება. რა თქმა უნდა, იმ ზონებში, სადაც ესა თუ ის ჯიში ბინადრობს. დღეს ვიმყოფებით კახეთში, კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით გამზადებულია ადგილი, სადაც მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სადაც დღეს ბუნებაში გაშვებულ იქნა 400 ფრინველი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ წელს, ფონდის დაფინანსებით გაშვებულ იქნება 10 000 ფრინველი - ამაში შედის როგორც ხოხობი, ისე კაკაბი, გნოლი და ა.შ. ეს უზრუნველყოფს იმ პოპულაციის აღდგენას, რაც სამწუხაროდ წლების წინ განადგურდა.“
ნიკოლოზ ჩხეტიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი "ქართუ" აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები