ირაკლი კობახიძე დავით ოქიტაშვილზე - იმხელა კამპანია იყო წამოწყებული, კეთილსინდისიერმა ადამიანებმაც კი დაიჯერეს, თითქოს, პატრიარქის დაკრძალვიდან თანხები იყო მოპარული - რაც შეეხება გამოძიებას, მგონი, კითხვა აღარავის დარჩა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოძიების საჭიროებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2.2 მილიონზე მეტი ბიუჯეტს დაუბრუნდა, ხოლო დახარჯული 722 000 ლარი დეტალურადაა გასაჯაროებული.

ვფიქრობ, მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები. ვფიქრობ, აქ ძალიან ცალსახაა პასუხი. [ეჭვების საფუძველს] მე პირადად ვერ ვხედავ, მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პატრიარქის დაკრძალვისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, შესაბამისად, კითხვები მოპარვასთან დაკავშირებით აღარ უნდა არსებობდეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის, აგენტურიდან, შესაბამისი მედია საშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები გაიფლანგა. ამის საპასუხოდ პირობა გავეცით, რომ ყველა ხარჯი, თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება რა? რომ ამასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო კულტურის სამინისტროსთვის 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ დაახლოებით, 722 000 ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა, დაახლოებით, 2 მლნ 200 000-ზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში, ანუ ეს ფაქტი უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ წესით, აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული, ძალიან რბილად ვსაუბრობ. რაც შეეხება 722 000 ლარს, ეს დეტალურად, კომპონენტებად არის ჩაშლილი. მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს თანხა, მაგალითად, უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი - თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ნახოთ რამდენად სწორი არის, რამდენად ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის, ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, ამ ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები. ვფიქრობ, აქ ძალიან ცალსახაა პასუხი. [ეჭვების საფუძველს] მე პირადად ვერ ვხედავ, მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ, კიდევ ერთხელ, მაგალითად, 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტირებისთვის, ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის გამოძიების დაწყების საჭიროებას, კობახიძე უარყოფითი პასუხს სცემს.
„ჩვენ ყველაფერი გამოვაქვეყნეთ, მე მგონი, კითხვა აღარავის დარჩა, თქვენ დაგრჩათ მე მგონი მხოლოდ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რას უკავშირებს მაგალითად, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის სტატუსებს, კობახიძე პასუხობს, რომ „კეთილსინდისიერ ადამიანებსაც კი დააჯერეს აღნიშნული“.
„იმხელა კამპანია იყო წამოწყებული, კეთილსინდისიერმა ადამიანებმაც კი დაიჯერეს ეს ყველაფერი და საკუთარი კომენტარები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მოპარული იყო შესაბამისი თანხები. როგორც ვიცი, დავითმა შემდეგ გააკეთა განსხვავებული კომენტარი, როდესაც საკუთარი თვალით იხილა ყველაფერი, მე ასე მომხვდა თვალში სოციალური მედიიდან. შესაბამისად, თქვენ [ჟურნალისტს] დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ 3 მილიონიდან 2 მლნ 200 000 უკან დააბრუნო და მაინც მოიპარო ფული, რა ვიცი, შეგიძლიათ გჯეროდეთ, რწმენა ისეთი რამეა...“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის, აგენტურიდან, შესაბამისი მედია საშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები გაიფლანგა. ამის საპასუხოდ პირობა გავეცით, რომ ყველა ხარჯი, თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება რა? რომ ამასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო კულტურის სამინისტროსთვის 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ დაახლოებით, 722 000 ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა, დაახლოებით, 2 მლნ 200 000-ზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში, ანუ ეს ფაქტი უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ წესით, აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული, ძალიან რბილად ვსაუბრობ. რაც შეეხება 722 000 ლარს, ეს დეტალურად, კომპონენტებად არის ჩაშლილი. მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს თანხა, მაგალითად, უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი - თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ნახოთ რამდენად სწორი არის, რამდენად ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის, ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, ამ ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები. ვფიქრობ, აქ ძალიან ცალსახაა პასუხი. [ეჭვების საფუძველს] მე პირადად ვერ ვხედავ, მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ, კიდევ ერთხელ, მაგალითად, 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტირებისთვის, ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად“
„ჩვენ ყველაფერი გამოვაქვეყნეთ, მე მგონი, კითხვა აღარავის დარჩა, თქვენ დაგრჩათ მე მგონი მხოლოდ“
„კეთილსინდისიერ ადამიანებსაც კი დააჯერეს აღნიშნული“
„იმხელა კამპანია იყო წამოწყებული, კეთილსინდისიერმა ადამიანებმაც კი დაიჯერეს ეს ყველაფერი და საკუთარი კომენტარები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მოპარული იყო შესაბამისი თანხები. როგორც ვიცი, დავითმა შემდეგ გააკეთა განსხვავებული კომენტარი, როდესაც საკუთარი თვალით იხილა ყველაფერი, მე ასე მომხვდა თვალში სოციალური მედიიდან. შესაბამისად, თქვენ [ჟურნალისტს] დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ 3 მილიონიდან 2 მლნ 200 000 უკან დააბრუნო და მაინც მოიპარო ფული, რა ვიცი, შეგიძლიათ გჯეროდეთ, რწმენა ისეთი რამეა...“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.