პარტიის ოფისიდან გამოსული "ოცნების" წევრები აქტივისტებმა სტვენით და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს
პარტიის ოფისიდან გამოსული „ოცნების“ წევრები გორგასლის ქუჩაზე შეკრებილმა აქტივისტებმა სტვენითა და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პარტიის ოფისიდან გამოსული "ოცნების" წევრები გორგალის ქუჩაზე შეკრებილმა აქტივისტებმა სტვენით და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მომიტინგეების წინ უამრავი პოლციელი ჩადგა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეეშალა.
ადგილზე იყო ხმაური - პროტესტის მონაწილეების პოლციიელებს მოუწოდებნდნე, რომ მათთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ.
უმრავლესობის სხდომა უკვე დასრულდა - შეკრებამ პროტესტის ფონზე ჩაიარა.
სხდომის შემდეგ მედიასთან ირაკლი კობახიძე გამოვიდა და კომენტარი გააკეთა, თუ რა საკითხებზე ისაუბრა ივანიშვილმა გუნდის წევრებთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.