კობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი "ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან - რა ხდება გორგასლის ქუჩაზე
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომისთვის ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატები და მინისტრები იკრიბებიან. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაესწროს.

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი უკვე "ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან. ამ წუთებში მიდიან პარტიის შტაბში დეპუტატები და მინისტრებიც.
ზუსტად ერთი საათი რჩება დაანონსებულ შეკრებამდე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაესწროს. დიდი ალბათობით, საპატიო თავმჯდომარე "ოცნების" ოფისში უკვე მივიდა, რადგან "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე რამდენიმე წუთის წინ სპეციალური დაცვის განსაკუთრებული მობილიზება იყო.
ასევე გორგასლის ცენტრალურ ოფისშთან რამდენიმე წუთში ერთხელ პატრულირებს საპატრულო პოლიცია.
უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.