ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდის ყოფილი წევრების მიერ სასჯელის მოხდა დარტყმა და გულსატკენია როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ისე მთელი გუნდისთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვებაზე ან შეწყალებაზე პარტიის სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც
ირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაცპირველი არხი

გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.

„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“
ირაკლი კობახიძე
„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები