ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს წერილებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს ჰქონია შედეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში მოხვედრამ კორუფციული ბრალდებით გუნდს დისკომფორტი შეუქმნა. კობახიძის თქმით, კორუფციას ვერავინ გადაფარავს წერილებითა და განცხადებებით, ხოლო ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი გუნდი სუფთად მუშაობს. მან ასევე უარყო კავშირი ღარიბაშვილის განცხადებებსა და მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასვლას შორის.

პრემიერი: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს წერილებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს ჰქონია შედეგი
პრემიერი: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს წერილებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს ჰქონია შედეგირუსთავი 2

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასლვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის.

"თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავს.

"დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო - კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები