სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმეს
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მის ჩაყვანას მოითხოვს ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე, რათა, მისი თქმით, „ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში“ ამხილოს. პროცესზე დასწრების სურვილი ლევან ხაბეიშვილმაც გამოთქვა.

ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში”, – ამის შესახებ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
“თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას”, – წერს ექსპრეზიდენტი.
მომდევნო კვირაში ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე იმსჯელებს. პროცესში მონაწილეობის სურვილი ენმ-ს კიდევ ერთმა პატიმარმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმაც გამოთქვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…