პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება აღმასრულებელი ბრძანებით შეაჩერა. მისი განცხადებით, ე.წ. „გრემის კანონით“ გათვალისწინებული ზომების შეჩერება და მსგავსი გამონაკლისის დაშვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
ფორმულა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.

ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.

ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

"აღნიშნული კანონით ან ბრძანებით "გრემის კანონის" 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის", - აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპმა "ლინდსი გრემის კანონს" ხელი 18 სექტემბერს მოაწერა.

კანონი რუსულ საქონელზე დამატებით 500%-იან ტარიფს, ასევე რუსული ნავთობისა და გაზის ხუთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის საქონელზე დამატებით 100%-იან ტარიფს ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა
  2. TV პირველიოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება
  4. BM.GEოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  5. რუსთავი 2სამთავრობოტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები