პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება აღმასრულებელი ბრძანებით შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა
TV პირველი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

„აღნიშნული კანონით ან ბრძანებით „გრემის კანონის“ 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

„ლინდსი გრემის კანონის“ თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები და ტარიფები ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში, 18 ოქტომბრამდე უნდა დაეწესებინა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ 17 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება
  3. ფორმულაოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  4. BM.GEოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  5. რუსთავი 2სამთავრობოტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Live სიახლეები გადაცემები პროგრამა ჩვენს შესახებ მედიცინა “ლინდსი გრემის აქტს“ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელს დღეს მოაწერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები