პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციებისა და 500%-იანი სავაჭრო ტარიფების ამოქმედებაზე, რაც აშშ-ის ეროვნული ინტერესებით ახსნა. თეთრი სახლის ბრძანებით, ძალაში რჩება მანამდე დაწესებული სანქციების ნაწილი.

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციებისა და სავაჭრო ტარიფების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედებაზე უარი თქვა. ტრამპის შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტრამპმა გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს დაუკავშირა. პრეზიდენტის განცხადებით, შესაბამისი სერტიფიკაცია და გადაწყვეტილების საფუძვლის განმარტების შემცველი ანგარიში კონგრესს უკვე წარედგინა.

საუბარია სენატორ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონზე, რომელიც კონგრესმა მიიღო და რომელსაც ტრამპმა თავად მოაწერა ხელი 18 სექტემბერს. ახალი კანონი რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებდა. ასევე გათვალისწინებული იყო 100%-იანი ტარიფები იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის არიან და რუსული ენერგორესურსების შესყიდვას გააგრძელებენ, ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებიან.

თუმცა, აღმასრულებელი ბრძანებით, ტრამპმა აღნიშნული ტარიფებისა და კანონის რამდენიმე სანქციური დებულების გამოყენებაზე უარი თქვა. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციას რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვებისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგი დაევალა. ბრძანება პრეზიდენტსა და შესაბამის მაღალჩინოსნებს ზომების მომავალში გადახედვის შესაძლებლობას უტოვებს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ აუქმებს რუსეთის წინააღმდეგ მანამდე დაწესებულ ყველა სანქციას. ბრძანებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მანამდე გამოცემული შესაბამისი აღმასრულებელი ბრძანებებით გათვალისწინებული სანქციები ძალაში რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება
  3. ფორმულაოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  4. BM.GEოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  5. რუსთავი 2სამთავრობოტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები