პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე შეაჩერა. მან კონგრესს განუმარტა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერა
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების ახალი პაკეტის ამოქმედებაზე, მათი ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე უარი თქვა.

კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

ტრამპმა სექტემბერში ხელი მოაწერა კანონს, სახელწოდებით „ლინდსი ო. გრემის 2026 წლის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“. მისი მიზანი კრემლისა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება იყო.

კანონპროექტი, რომელსაც გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა სახელი, ითვალისწინებდა რუსეთის მთავრობისა და სამხედრო მაღალჩინოსნების, მსხვილი ბანკებისა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი გემების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ლინდსი გრემი ამ ზომების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.

კანონი ასევე ითვალისწინებდა საბაჟო გადასახადების დაწესებას რუსულ საქონელზე, აგრეთვე იმ ქვეყნების გარკვეული საქონლის იმპორტზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას განაგრძობდნენ.

მედიის განმარტებით, სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება იმ ფონზე იქნა მიღებული, როდესაც ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სულ უფრო მეტად აკრიტიკებს.

ეს გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა ტრამპის მიერ ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ საკამათო განცხადებას. აშშ-ის პრეზიდენტი შუალედური არჩევნებისთვის ემზადება და მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც რუსეთმა მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დიდი მოცულობით მიწოდება უნდა დაიწყოს.

"შეთანხმება მიღწეულია, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკისა და მსოფლიო ბაზრებს, ნოემბრის განმავლობაში - კიდევ 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ დაუყოვნებლივ - 1 000 000 ტონას“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა
  2. TV პირველიოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება
  4. ფორმულაოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
  5. BM.GEოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპმა, პუტინთან შეთანხმებით, რუსულ დიზელზე სანქციები დროებით მოხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები