პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სენატორ ლინდსი გრემის სახელობის კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას უკრაინაში შეჭრის გამო, ასევე აწესებს სანქციებსა და ტარიფებს ირანისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ
ნეტგაზეთი

შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აწ გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს დაამტკიცა.

სანქციებისა და ტარიფების შესახებ მასშტაბური კანონპროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას.

კანონი მიზანში იღებს რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის ინდუსტრიებს, ისევე როგორც ტანკერების “ჩრდილოვან ფლოტს”, რომლებიც თავს არიდებენ არსებულ სანქციებს.

მან წინააღმდეგობა გამოიწვია იმის გამო, რომ ის ასევე აძლევს ტრამპს უფლებამოსილებას, დააწესოს მკაცრი, 100%-მდე ტარიფები ჩინეთზე, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებზე, რათა შეამციროს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გააფართოოს სანქციები ირანზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და ყველას, ვინც კანონპროექტის მიღებას ხელი შეუწყო.

„ლინდსის ხსოვნის საუკეთესო პატივისცემა ამ კანონმდებლობის სრული და სწრაფი ამოქმედება იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

კანონპროექტის შესახებ:

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ალიაოპოზიციურიLive სიახლეები გადაცემები პროგრამა ჩვენს შესახებ მედიცინა “ლინდსი გრემის აქტს“ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელს დღეს მოაწერს
  2. TV პირველიოპოზიციურიტრამპმა „ლინდსი გრემის აქტს" ხელი მოაწერა
  3. BM.GEოპოზიციურიტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები