პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში ადამიანი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დუშეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას პირის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, საქმეზე გამოძიება კი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ადამიანი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი
ფორმულა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  2. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი ანგარიშსწორება დუშეთში - დაჭრილია ერთი პირი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდუშეთში კაცი დაჭრეს - შსს-მ ერთი პირი დააკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები