ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მარნეულში მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია
მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულიაფორმულა

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  2. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს პირი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
  3. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია
  5. ალიაოპოზიციურიმარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მკვლელობით დაემუქრა თუ ქალი მასთან შერიგებაზე უარს იტყოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები