ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება
საჯარო სამსახურში მუდმივად არის კადრების შიმშილი და სტაჟირების პროგრამის მიზანი ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შეუძლიათ, თეორიული ცოდნა, რომელიც მიიღეს უნივერსიტეტში, პრაქტიკაში გამოიყენონ.
"ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს დაუწყია საჯარო სექტორში თავისი პროფესიული, პრაქტიკული საქმიანობა და შემდეგ გადასულა კერძო სექტორში და იქ კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის მუღწევია, ან პირიქით, დარჩენილა და თავისი კარიერა განუვითარებია საჯარო სამსახურში. ეს არის პირველადი მიზანი. ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ დავიწყეთ პროფესიული კარიერა, ვინ მოგვცა პირველი შანსი. ჩვენ გვინდა, მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. სულ არის კადრების შიმშილი საჯარო სამსახურში და ახალგაზრდაზე მეტად მოტივირებული ადამიანი არ არსებობს. ის უმტკიცებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს, რომ შეუძლია გაკეთება და შესაბამისად, იდეალური ვარიანტია. ჩვენ შეგვიძლია, მათ მივცეთ სერიოზული გამოცდილება და თეორიული ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, შეუძლიათ გადათარგმნონ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ანუ საჯარო სამსახურში და ჩვენ სამომავლოდ მივიღოთ კვალიფიციური კადრი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს დაუწყია საჯარო სექტორში თავისი პროფესიული, პრაქტიკული საქმიანობა და შემდეგ გადასულა კერძო სექტორში და იქ კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის მუღწევია, ან პირიქით, დარჩენილა და თავისი კარიერა განუვითარებია საჯარო სამსახურში. ეს არის პირველადი მიზანი. ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ დავიწყეთ პროფესიული კარიერა, ვინ მოგვცა პირველი შანსი. ჩვენ გვინდა, მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. სულ არის კადრების შიმშილი საჯარო სამსახურში და ახალგაზრდაზე მეტად მოტივირებული ადამიანი არ არსებობს. ის უმტკიცებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს, რომ შეუძლია გაკეთება და შესაბამისად, იდეალური ვარიანტია. ჩვენ შეგვიძლია, მათ მივცეთ სერიოზული გამოცდილება და თეორიული ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, შეუძლიათ გადათარგმნონ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ანუ საჯარო სამსახურში და ჩვენ სამომავლოდ მივიღოთ კვალიფიციური კადრი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.