ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია

საქართველოს მთავრობატელეიმედიშინაგან საქმეთა სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანი კვალიფიციური კადრების გაზრდა და საჯარო სექტორის პოპულარიზაციაა.

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია
ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაციარუსთავი 2

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია; ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა ზოგადად საჯარო სამსახურში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა სტაჟირების პროგრამის ძირითად კრიტერიუმებზე ისაუბრა.

"ვაკანსიებს აცხადებს საჯარო დაწესებულება, ეს იქნება მუზეუმი, სამინისტრო, სსიპი, აიპი, შპს, სახელმწიფო. რა არის შერჩევის კრიტერიუმი: პირველი - აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმი 2,7 და 4.0-მდე და იქ სადაც GPA არ არის, 70 ქულიდან 100 ქულამდე. შემდეგ ხდება განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. საჯარო დაწესებულებას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი კრიტერიუმები დაედგინა, იმიტომ, რომ აქ შედის შსს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ყველას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული მოთხოვნები დაედგინა. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტებს, რომლებიც ძალიან მოგვეხმარნენ ამ მიმართულებით ინფორმაციის მოწოდებაში. ცნობების აღება ბიუროკრატიასთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, ჩვენ თვითონ ვითხოვდით ინფორმაციას უნივერსიტეტებიდან და მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. შემდეგ არის გასაუბრება და ამ გასაუბრების შედეგად ხდება კანდიდატების შერჩევა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო სამსახურში.

"ყველაზე მეტი დაიტოვეს სამინისტროებმა,რაც ძალიან გვიხარია. ასე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და ძალიან კარგი შედეგი გვქონდა ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამსახურში და მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ ერთი -პოპულარიზაცია მოხდეს საჯარო სამსახურის და მეორე - რაც შეიძლება გაიზარდონ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა ზოგადად საჯარო სამსახურში“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვაკანსიებს აცხადებს საჯარო დაწესებულება, ეს იქნება მუზეუმი, სამინისტრო, სსიპი, აიპი, შპს, სახელმწიფო. რა არის შერჩევის კრიტერიუმი: პირველი - აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმი 2,7 და 4.0-მდე და იქ სადაც GPA არ არის, 70 ქულიდან 100 ქულამდე. შემდეგ ხდება განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. საჯარო დაწესებულებას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი კრიტერიუმები დაედგინა, იმიტომ, რომ აქ შედის შსს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ყველას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული მოთხოვნები დაედგინა. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტებს, რომლებიც ძალიან მოგვეხმარნენ ამ მიმართულებით ინფორმაციის მოწოდებაში. ცნობების აღება ბიუროკრატიასთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, ჩვენ თვითონ ვითხოვდით ინფორმაციას უნივერსიტეტებიდან და მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. შემდეგ არის გასაუბრება და ამ გასაუბრების შედეგად ხდება კანდიდატების შერჩევა“
ლევან ჟორჟოლიანი
„ყველაზე მეტი დაიტოვეს სამინისტროებმა,რაც ძალიან გვიხარია. ასე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და ძალიან კარგი შედეგი გვქონდა ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამსახურში და მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ ერთი -პოპულარიზაცია მოხდეს საჯარო სამსახურის და მეორე - რაც შეიძლება გაიზარდონ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა ზოგადად საჯარო სამსახურში“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაზრდილია, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები