პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საჯარო სექტორის სტაჟირების პროგრამაში 364 უწყებაა ჩართული, სადაც გამოცხადებულ 3500 ვაკანსიაზე 1500-მდე სტაჟიორი შეირჩა.

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
რუსთავი 2

სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, შარშან დაახლოებით 50 %-მა გააგრძელა საქმიანობა საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, ნაწილს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდა, 160-ს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა, ხოლო 40-მა მათგანმა კონკურსი გაიარა და საჯარო მოხელე გახდა.

„ძალიან დიდი პროგრამაა - 364 უწყება არის მასში ჩართული, ასევე თვითმმართველობები. ჩვენ ვთხოვეთ თვითმმართველობებს, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ვინაიდან რეგიონებშიც, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მეტი შესაძლებლობა, რომ გაევლოთ სტაჟირება. თბილისში იცით, რომ ძალიან ბევრი უწყება არის თავმოყრილი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილში, ასევე სსიპ-ები, სახელმწიფო კომპანიები, ძალიან ბევრი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სადღაც 3 500 ვაკანსია. გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური. ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
  2. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაზრდილია, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება
  3. იმედინიუსისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება, კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები