ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

9 თვეში ფულადი გზავნილები 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - 45% ევროკავშირზე მოდის

9 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 4%-ით გაიზარდა, საიდანაც 45%-ზე მეტი (1.3 მლრდ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო რუსეთიდან შემოსული თანხა 11%-ით შემცირდა.

9 თვეში ფულადი გზავნილები 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - 45% ევროკავშირზე მოდის
9 თვეში ფულადი გზავნილები 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - 45% ევროკავშირზე მოდისBM.GE

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ჯამში 2.8 მლნ დოლარი შემოვიდა ფულადი გზავნილების სახით. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოირიცხა 551 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია 490 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი 305 მლნ დოლარი, მეოთხეზე გერმანია 259 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი 246 მლნ დოლარით. წელს ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხა ჯამში 1.3 მლრდ დოლარი, ასევე რეკორდულად გაიზარდა ევროკავშირის წილი ფულად გზავნილებში და 45%-ს აჭარბებს.

რაც შეეხება რუსეთს, 2026 წლის 9 თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად ჯამში 11%-ით 304.7 მლნ დოლარამდე შემცირდა. განსაკუთრებით კლება ფიქსირდება აგვისტო-სექტემბერში, როცა რუსეთიდან ფულადი გზავნილები 88 და 80%-ით შემცირდა, ამის მიზეზი Zolotaia Korona, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო რუსეთიდან ფულის გადარიცხვისას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები