ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 10%-ით, 285.77 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო რუსეთიდან შემოსული თანხის მოცულობა Zolotaia Korona-ს სანქცირების ფონზე 80%-ით დაეცა.

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია
სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-იაBM.GE

2026 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 10%-ით დოლარამდე შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10%-ით (32 მლნ დოლარით) ნაკლებია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან გზავნილების აგვისტოში დაწყებული კლების ტენდენცია სექტემბერში გაგრძელდა. ჯამში რუსეთის ფედერაციიდან 7.86 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 80%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილების ასეთი ვარდნის მიზეზი Zolotaia Korona-ს სანქცირებაა.

23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ქვეშ მოხვდა Zolotaia Korona-ს ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“ ასევე „ციფრა ბანკი“.

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებიდან იყო.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

აშშ - 63.39 მლნ დოლარი (ზრდა: 6%)

იტალია - 53.97 მლნ დოლარი (კლება: -0.2%)

გერმანია - 30.64 მლნ დოლარი (ზრდა: 2.8%)

საბერძნეთი - 27.57 მლნ დოლარი (ზრდა: 6.%)

ისრაელი - 26.3 მლნ დოლარი (ზრდა: 13%)

თურქეთი - 11.34 მლნ დოლარი (ზრდა: 10%)

რუსეთის ფედერაცია - 7.86 მლნ დოლარი (კლება: -80%)

ესპანეთი - 7.37 მლნ დოლარი (კლება: -4.04%)

გაერთიანებული სამეფო - 6.53 მლნ დოლარი (ზრდა: 10%)

საფრანგეთი - 5.88 მლნ დოლარი (კლება: -3.60%)

2026 8 თვის მონაცემებით, Zolotaia Korona-ს სისტემით საქართველოში ჯამში 376 მილიონი ლარი გადმოირიცხა, გასულ წელს ამ პერიოდში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 475 მილიონ დოლარამდე იყო.

TBC Capital-ის შეფასებით, რთულია ზუსტად პროგნოზირება იმის თუ როდის დაუბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილები Zolotaya Korona-ს სანქცირებამდე არსებულ ნიშნულს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიწაიკითხე

უახლესი ამბები