სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?
ევროკავშირის სანქციების გამო სექტემბერში Zolotaia Korona-თი საქართველოში ფულადი გზავნილები განულდა, ხოლო 9 თვის მონაცემებით ამ სისტემით შემოსული თანხა თითქმის 30%-ით შემცირდა.

ევროკავშირის სანქციების გამო სექტემბერში, Zolotaia Korona-თი საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები განულებულია. 9 თვის ჯამურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, წელს ქვეყანაში ამ სისტემით 376.7 მილიონი დოლარის გზავნილები გადმოირიცხა, მაშინ როდესაც გასულ წელს გზავნილების მოცულობა 536.2 მილიონი დოლარი იყო. სანქცირებული Zolotaia Korona-თი ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად თითქმის 30%-ით შემცირდა.
სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-იაუნდა აღინიშნოს, რომ თუ ივლისში ამ სისტემით 54.6 მლნ დოლარი იყო გადმორიცხული და 9.17 მლნ დოლარი გადარიცხული, აგვისტოში Zolotaia Korona-ს მეშვეობით მხოლოდ 29.2 ათასია გადმორიცხეს, გადარიცხვა კი არ მომხდარა. ეროვნული ბანკის განმარტებით, "Zolotaia Korona"-ს საშუალებით გადმორიცხული გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხის მოცულობებს, რომელიც გადმორიცხულია დასანქცირებამდე და მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.
ფულადი გზავნილების გადარიცხვების სისტემების რეიტინგში, Zolotaia Korona-ს ჯერ კიდევ 4-ეულში უკავია მეოთხე ადგილი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, Zolotaia Korona-ს სისტემით გზავნილები ძირითადად რუსეთიდან ირიცხებოდა, თუმცა ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში დსთ-ის ქვეყნები -ყირგიზეთი, ყაზახეთი და ასევე თურქეთი არიან. წლის განმავლობაში, ჯამში ამ სისტემით 1 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი 12 ქვეყნიდან გადმოირიცხა.
Zolotaia Korona-ს სისტემით ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
რუსეთი - $290 მილიონი;
ყირგიზეთი - $23 მილიონი;
ყაზახეთი - $17.3 მილიონი;
აზერბაიჯანი - $14.7 მილიონი;
თურქეთი - $7 მილიონი;
პოლონეთი - $5.5 მილიონი;
ბელარუსი - $4.4 მილიონი;
უზბეკეთი - $4.1 მილიონი;
სლოვაკეთი - $2.5 მილიონი;
გერმანია - $1.2 მილიონი;
იტალია - $1.1 მილიონი;
საფრანგეთი - $1.1 მილიონი
შედარებით მცირე თანხებია გადმორიცხული ლიეტუვიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.
უნდა აღნიშნოს, რომ რუსეთიდან 2024 წლიდან შეწყდა Unistream-is, 2025 წლიდან კი Contact-ის სისტემით გადმორიცხვები.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. რუსეთიდან კლება კი 88%-ია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…