Zolotaia Korona-ს გადარიცხვები შეჩერებულია - რა სისტემები ემსახურება ფულად გზავნილებს?
ევროკავშირის სანქციების გამო ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaia Korona საქართველოში შეჩერებულია. ეროვნული ბანკის განმარტებით, აგვისტოში დაფიქსირებული მცირე ოდენობის გზავნილები დასანქცირებამდე გადმორიცხული თანხების განაღდებას უკავშირდება. პარალელურად, გზავნილების კუთხით ლიდერობენ Western Union, RIA და Money Gram.

EU-ს სანქციების გამო Zolotaia Korona საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებს გამოეთიშა.
თუ ივლისში ამ სისტემით 54.6 მლნ დოლარი იყო გადმორიცხული და 9.17 მლნ დოლარი გადარიცხული, აგვისტოში Zolotaia Korona-ს მეშვეობით მხოლოდ 29.2 ათასია გადმორიცხეს, გადარიცხვა კი არ მომხდარა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, "Zolotaia Korona"-ს საშუალებით გადმორიცხული გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხის მოცულობებს, რომელიც გადმორიცხულია დასანქცირებამდე და მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.
Zolotaia Korona ძირითადად რუსეთიდან ფულად გზავნილებს ემსახურებოდა. წელს 8 თვეში Zolotaia Korona-ს მეშვეობით საქართველოში 376.36 მლნ დოლარზე მეტია ჩარიცხული.
რაც შეეხება სხვა სისტემებს. აგვისტოს განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა $84.89 მლნ დოლარი Western union-ის მეშვეობით გამოიგზავნა. მეორე ადგილზე $79.3 მილიონით არის RIA, მესამეზე Money Gram-ი, რომლის მეშვეობით საქართველოში $78.8 მლნ გადმოირიცხა. შემდეგ პოზიციებზე არიან Intel Express-ი (39.24 მლნ) და Rico Gram -ი 12.67 მლნ
შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. რუსეთიდან კლება კი 88%-ია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…