საჭიროების შემთხვევაში გამოყენება მომიწევს – ტრამპი რუსეთის სანქცირების კანონპროექტზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონპროექტით მინიჭებულ ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას. მან ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე და პირველი ლედის, მელანია ტრამპის ძალისხმევაზე ბავშვების ოჯახებში დაბრუნების პროცესში.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის პატივსაცემად მიღებული რუსეთის სანქცირების კანონპროექტი ახსენა და თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში" ამ კანონით გათვალისწინებული ახალი ტარიფების დაწესება მოუწევს.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და "მკვლელობა" უნდა დასრულდეს და ეს "იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხს ჰგონია".
"რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ამას [რედ. - სამშვიდობო შეთანხმებას] მივხედავთ. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია. [...]
გასულ კვირას სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად სენატის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს მოვაწერე ხელი, რომელიც უზარმაზარი ახალი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას მანიჭებს. საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება მომიწევს. დროა, რომ მკვლელობა დასრულდეს". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების ოჯახებთან დასაბრუნებლად მოლაპარაკებებში მისი მეუღლის, აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობაზე.
ტრამპმა ასევე ისაუბრა მისი მეუღლის, აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის ძალისხმევაზე, რომლის ფარგლებშიც იძულებით გადაადგილებული უკრაინელი და რუსი ბავშვები
"ასევე მსურს, რომ ვაღიარო ჩვენი დიდებული პირველი ლედის არაჩვეულებრივი ძალისხმევა - მან უზრუნველყო, რომ ბევრი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი და რუსი ბავშვი სახლში თავის ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო. ძალიან ბევრი". - თქვა ტრამპმა
ცნობისთვის, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე 2025 წლის აგვისტოში წერილი გაუგზავნა, რომელშიც პუტინს უკრაინელი ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას სთხოვდა. მელანიას წერილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინს ალასკაში შეხვედრისას თავად გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც აწ გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.
კანონპროექტს კონგრესმა მხარი 16 სექტემბერს დაუჭირა, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნა.
კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტს ეხება. დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, დამატებითი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველებს შორის არიან.
კერძოდ, დამატებითი ტარიფები შეიძლება შეეხოს ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსული ნავთობის ან ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილ იმპორტიორებს შორის არიან. ამ ქვეყნებს შორის შეიძლება იყვნენ ჩინეთი და ინდოეთი.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ამას [რედ. - სამშვიდობო შეთანხმებას] მივხედავთ. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია. [...] გასულ კვირას სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად სენატის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს მოვაწერე ხელი, რომელიც უზარმაზარი ახალი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას მანიჭებს. საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება მომიწევს. დროა, რომ მკვლელობა დასრულდეს“
„ასევე მსურს, რომ ვაღიარო ჩვენი დიდებული პირველი ლედის არაჩვეულებრივი ძალისხმევა - მან უზრუნველყო, რომ ბევრი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი და რუსი ბავშვი სახლში თავის ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო. ძალიან ბევრი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.