ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პირველი სოლო კონცერტი დაარსებიდან 17 წლის განმავლობაში - "თბილისური კვარტეტი" ქალაქური სიმღერების მოყვარულებს 19 ოქტომბერს მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში ელოდება

"თბილისური კვარტეტი" დაარსებიდან 17 წლის შემდეგ პირველ სოლო კონცერტს გამართავს — მუსიკალური საღამო 19 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.

ბავშვობიდან დაწყებული მუსიკალური გზა, ქართული სიმღერის სიყვარული და ერთმანეთთან მეგობრობა - სწორედ ეს აერთიანებთ "თბილისური კვარტეტის" წევრებს.

17 წლის წინ, ხანგრძლივმა მეგობრობამ და ქალაქური სიმღერის სიყვარულმა ოთხი მუსიკოსი გააერთიანა. მას შემდეგ "თბილისური კვარტეტი" ქალაქური სიმღერის ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. 19 ოქტომბერს ისინი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით პირველად წარდგებიან.

რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი და გოგი ცაბაძე - ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება მათ რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საღამოზე მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ელოდება, სადაც ქართული ქალაქური და ხალხური სიმღერები, საავტორო ნაწარმოებები და ცნობილი კომპოზიტორების სიმღერების განახლებული ვერსიები გაჟღერდება. ოთხეული მსმენელის წინაშე ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით წარდგება.

კონცერტის სამზადისი, რომელშიც სახელოვნებო სივრცის არაერთი წარმომადგენელია ჩართული - დასკვნით ფაზაშია.

საღამო, სადაც კვარტეტის შემოქმედებითი გზა შეჯამდება - თბილისს ეძღვნება, ქალაქს რომლის ხასიათი და განწყობა მათი შემოქმედების მთავარი შთაგონებაა.

"თბილისური კვარტეტი" 19 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცაწაიკითხე

უახლესი ამბები