თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა თბილისის VIII საერთაშორისო კონკურსი ლაურეატთა დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით დაიხურა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა VIII საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მანანა დოიჯაშვილს მიეძღვნა, ლაურეატთა დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით დაიხურა.

პიანისტთა თბილისის VIII საერთაშორისო კონკურსი, რომელიც წელს მის დამფუძნებელს, მანანა დოიჯაშვილს მიეძღვნა, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე დაესწრო.
„კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და იმ ტიპის საერთაშორისო პლატფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მუსიკალურ სივრცესთან აკავშირებს. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი სწორედ ასეთი პლატფორმაა. ათწლეულების განმავლობაში ის ახალგაზრდა მუსიკოსების ნიჭის გამოვლენას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ქართული მუსიკალური ტრადიციების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება. წლევანდელი კონკურსი მისი დამფუძნებლის, გამორჩეული ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, მანანა დოიჯაშვილის გარეშე პირველად გაიმართა. ამდენად, კონკურსის ტრადიციის გაგრძელება და მისი მაღალი პროფესიული სტანდარტების შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას იძენს“, - განაცხადა თამარ შარაშიძემ.
კონკურსის მონაწილეები ცნობილი პიანისტების, პედაგოგებისა და მუსიკათმცოდნეებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ.
გალა-კონცერტზე კონკურსის ექვსმა ლაურეატმა, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო პაველ პრჟიტოცკის დირიჟორობით, საფორტეპიანო კონცერტები შეასრულა.
ციტატები სტატიიდან
„კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და იმ ტიპის საერთაშორისო პლატფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მუსიკალურ სივრცესთან აკავშირებს. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი სწორედ ასეთი პლატფორმაა. ათწლეულების განმავლობაში ის ახალგაზრდა მუსიკოსების ნიჭის გამოვლენას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ქართული მუსიკალური ტრადიციების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება. წლევანდელი კონკურსი მისი დამფუძნებლის, გამორჩეული ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, მანანა დოიჯაშვილის გარეშე პირველად გაიმართა. ამდენად, კონკურსის ტრადიციის გაგრძელება და მისი მაღალი პროფესიული სტანდარტების შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას იძენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.