პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" 2026 წლის სეზონი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა-კონცერტით დაიხურება

კულტურის სამინისტროთბილისის მერია

12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ დასკვნითი გალა-კონცერტი „თამარ ლიჩელი და მეგობრები“ გაიმართება.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" 2026 წლის სეზონი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა-კონცერტით დაიხურება
რუსთავი 2

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები"-ს 2026 წლის სეზონი დასკვნითი გალა-კონცერტით დაიხურება. გალა-კონცერტი "თამარ ლიჩელი და მეგობრები" 12 ნოემბერს, 19.00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

საღამო ერთ სცენაზე გააერთიანებს გამორჩეულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებიც მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებენ. წლევანდელი დასკვნითი კონცერტიც, ტრადიციისამებრ, ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერებს დაეთმობა. გალა-კონცერტში მონაწილეობენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე, ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნოდარ მდივანი, ნათია ქავთარაძე, გიორგი შავერზაშვილი და თემურ გუგუშვილი.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" 2024 წელს თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა და მოკლე დროში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა როგორც მუსიკალურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

სერიები "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" ორ მნიშვნელოვან მიზანს - ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ემსახურება. დაარსებიდან დღემდე კონცერტების სერია თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის: გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარდაიცვალა 75 წლის პენსიონერი, რომელიც პროტესტს მარტვილიდან მარტო უერთდებოდაწაიკითხე

უახლესი ამბები