ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროთბილისის მერია

ბორჯომში პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფარგლებში პიანისტ გიგი პიანომენის კონცერტი გაიმართა. საკონცერტო სერიის დასკვნითი გალა-კონცერტი 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება.

ბორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
ბორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართარუსთავი 2

ბორჯომში, პროექტის "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" ფარგლებში, პიანისტმა გიგი პიანომენმა კონცერტი გამართა. მუსიკოსმა მსმენელს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარუდგინა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

პროექტი, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი, 2024 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.

საკონცერტო სერიის დასკვნითი გალა-კონცერტი 12 ნოემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში ამ დღეებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა XIV საერთაშორისო კონკურსიც მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში იმართება მასტერკლასები და შეხვედრები ახალგაზრდა მუსიკოსებთან, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცემათ. პროექტის "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობობორჯომში, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, პიანისტმა გიგი პიანომენმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა
  2. იმედინიუსისამთავრობობორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბორჯომი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები